Wednesday, June 9, 2010

ალავერდის ტაძარი

ლავერდის მონასტერი მდებრეობს ალაზნის ველზე, სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ - ში.

დააარსა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ–ერთმა ღირსმა მამამ იოსებ ალავერდელმა.

ალავერდი საეპისკოპოსო კახეთის უმთავრესი და ერთ-ერთი ვრცელი ქრისტიანული სამწყსო იყო, რომელშიც კახეთის ცენტრალური რაიონის გარდა, თუშ-ფშავ-ხევსურეთიც შედიოდა.

კახეთის სამთავროში (VII-X ს.) ალავერდი უმთავრესი ტაძარი და სალოცავი იყო.

სავარაუდოა, რომ ალავერდის მონასტერი ეპისკოპოსის კათედრად იქცა XI ს-ის I მეოთხედში, როდესაც აქ, წმიდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესიის ადგილზე, ჰერეთ-კახეთის მეფე კვირიკე III-მ დიდი საკათედრო ტაძარი ააგო.

პირველად ალავერდელი ეპისკოპოსი წყაროებში იხსენიება დავით აღმაშენებლის დროს.

XIII ს - დან კი უკვე მთავარეპისკოპოსის პატივით მოიხსენება.

ზედწოდებას "ამბა" ალავერდელი ეპისკოპოსები ატარებდნენ იმის გამო,რომ ისინი მონასტრის წინამძღვრებიც იყვნენ. არსებული საბუთებიდან კარგად ჩანს კახ მეფეთა ალავერდის წინამძღვრისადმი მოწიწებული დამოკიდებულება და ალავერდელთა გამორჩეული მდგომარეობა. თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. მოგვიანებით, (XVII-XVIII) ს. იგი დედათა მონასტრად გადააკეთეს და იქ მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრებიც მოღვაწეობდნენ.

ალავედის ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა მტრების თავდასხმებისა და მიწისძვრის შედეგად. XV ს-ში ის აღუდგენიათ და განუახლებიათ კახეთის მეფეს ალექსანდრე I (1476-1511), მის დედას - დედოფალ ნესტან-დარეჯანს და თანამეცხედრეს - ანა დედოფალს. კახთა მეფემ ლევანმა (1520-1574) აღადგინა 1530 წლის მიწისძვრისაგან ჩამოქცეული გუმბათი.

1614 წელს ალავედი დაარბია ირანის შახა აბას I. კახეთის მეფეს თეიმურაზ I (1606-1648) კახეთის ეკლესიების ხატები სვეტიცხოვლის ტაძარში გადაუმალავს, თვითონ კი იმერეთში გახიზნულა. თეიმურაზის შვილიშვილი ერეკლე I (1688-1703) თავის სიგელში აღნიშნავს, რომ ეს ხატები მან უკან წამოუღია და ალავერდელი ეპისკოპოსისთვის ჩაუბარებია.

XVII ს-ში კახეთი დაიპყრეს თურქმანმა ტომებმა, რომლებმაც დაიკავეს ქვეყნის ნოყიერი სამეურნეო მიწები და, მათ შორის, ალავერდის ადგილ-მამულიც. თვით ტაძარი მას საქონლის სასგომად და თავიანთ ციხედ აქციეს. 1660 წელს აჯანყებულმა ქართველებმა გაჟლიტეს ჩამოსახლებული თურქმანები და გაწმინდეს მათგან კახეთი. XVII-XVIII სს. მიჯნაზე ალავერდი ლეკემბმა დაარბიეს.
1668 წლის მიწისძვრისგან დაზიანებული ტაძარი შეაკეთა არჩილ მეფემ. 1742 წლის მიწისძვრისგან ჩამოიქცა ტაძრის გუმბათი, რომლის აღდგენა დაიწყო მეფე თეიმურაზ II მეუღლემ თამარ დედოფალმა და დაასრულა მისმა ძემ ერეკლე II.

მიუხედავად რამდენჯერმე ჩატარებული რესტავრაციისა, ტაძარმა შეინარჩუნა პირვალდელი სახე. ესაა მკაცრი, დიდებული,გრანდიოზული, კომპოზიცურად მთლიანი ძეგლი. გეგმით ის წარმოადგენს ტრიკონქს, ჯვრისებური, ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით და მოპირკეთებულია მოყვითალო კვადრებით. ადრე გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქნული კრამიტის ფილებით. ტაძრის კედლების გაწმენდის შედეგად ინტერიერში გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის მხატვრობა –XI და XV-XVII საუკუნეებისა.

ალავერდი, როგორც კახეთის უმთავრესი საყდარი, წარმოადგენდა კახთა მეფეების საძვალეს. აქ დაკრძალული არიან კახეთის მეფეები და სამეფო სახლის წევრები: ალექსანდრე I (1606-1648), თეიმურაზ I ძე დავითი, ალექსანდრე II ძე გიორგი, ერეკლე I ასული ქეთევანი, მისი დედა ელენე, თანამეცხედრე, დედოფალი ანა, ერეკლე II თანამეცხედრე დედოფალი ქეთევანი და სხვ. ალავერდის ტაძრის ტრაპეზის ქვეშ დაფულია კახეთის დედოფლის, დიდმოწამე ქეთევანის წმიდა ნაწილები.

ალავერდის საყდარი ფლობდა დიდი რაოდენობით ყმა-მამულს. ჯერ საქარველოს მეფეები, ხოლო XV საუკუნიდან კახეთის მეფეები ზრუნავდნენ კახეთის ამ უმთავრესი საყდრისა და მონასტრის, მისი კრებულის მატერიალურ უზრუნველყოფაზე, რისთვისაც სწირავდნენ მას ყმა-მამულს და სხვა სახის ქონებას.
ალავერდის კათედრალი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო.

აქ მრავლად იყვნენ მწერლები, ხელნაწერთა გადამწერნი თუ მკაზმავნი. მათ შორის: ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), მთავარეპისკოპოსი ზებედე (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ - მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.),იოანზე ლარაძე (XVIII ს.) და სხვ.
ალავერდის მონასტერში არსებობდა საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, სადაც ინახებოდა როგოგორც იქ გადაწერილი, აგრეთვე სხვაგან შექმნილი ხელნაწერი წიგნები.

საქართველოში პოლიტიკური დაშლილობის ხანაში (XV-XVIII ს.) ალავერდელი ეპისკოპოსი - ამბა - ალავერდელი, რომელმაც ამ პერიოდში მიტროპოლიტის პატივიც მიიღო, ფაქტიურად მთელი კახეთის სამეფოს ეკლესიის სათავეში იდგა. (www.alaverdimonastery.com) ლინკი:ალავერდი

No comments:

Post a Comment